ჩვენ ვავითარებთ
სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება ქვეყნის მასშტაბით; ციფრული მმართველობის მხარდაჭერა და განვითარება; ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
05.11.2026
ციფრული მმართველობის სააგენტო ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების სერტიფიცირების პროგრამას აგრძელებს.
სერტიფიცირების პროცესი მოიცავს ხუთდღიან სასწავლო კურსსა და შემაჯამებელ გამოცდას. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვისა და ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხები, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკულ მიდგომები.სააგენტო, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, წარმოადგენს მასერტიფიცირებელ და ამავდროულად, ზედამხედველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების სერტიფიცირების პროცესს. სერტიფიცირების მიზანია, შეფასდეს სპეციალისტების ცოდნა და კომპეტენციები ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მიმართულებით და დადასტურდეს მათი შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა შემაჯამებელი ტესტირება გაიარეს. წარმატებულ მონაწილეებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სერტიფიკატები გადაეცათ.სასწავლო კურსს ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მენეჯერი ანა მეტრეველი უძღვებოდა.
გაიგე მეტი
29.10.2026
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუდენტებთან ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე ისაუბრა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ახალგაზრდებს სააგენტოს საქმიანობა, ინოვაციები და სამომავლო შესაძლებლობები გააცნო.შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების განვითარების პროცესი და საჯარო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სააგენტოს საქმიანობის როლი და მნიშვნელობა. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში. საუბარი შეეხო მის შესაძლებლობებს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდების, საჭირო სერვისების მოძიებისა და მომსახურების პროცესის გამარტივების მიმართულებით.სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე ციფრული პროექტების შესახებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი - my.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონულად მიიღოს 400-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი. სტუდენტები ასევე გაეცნენ მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემას (G3), რომელიც სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემთა უსაფრთხო და ეფექტიან გაცვლას უზრუნველყოფს და სახელმწიფო ციფრული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და საიმედოობის გაძლიერებას უწყობს ხელს.შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს პროფესიული გამოცდილების მიღების, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და საჯარო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. სტუდენტების ინტერესი გამოიწვია სააგენტოში სტაჟირების პროგრამამ და დასაქმების შესაძლებლობებმა.
გაიგე მეტი
20.10.2026
სტამბოლში, ხელოვნური ინტელექტის მმართველობის კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს
საჯარო სერვისებში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე იმსჯელეს სტამბოლში გამართულ რეგიონთაშორის კონფერენციაზე - „ხელოვნური ინტელექტის მმართველობა პრაქტიკაში“.ქვეყნების გამოცდილებისადმი მიძღვნილ პანელზე ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, დიმიტრი გუგუნავამ, წარადგინა მოხსენება - „საქართველო: პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტი საჯარო სერვისებში“. მან ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე, ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და UNESCO-ს მიერ განხორციელებულ ხელოვნური ინტელექტის მზაობის შეფასებაზე.საქართველოს გამოცდილების წარდგენისას სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე მიმოიხილა იუსტიციის სახლში დაგეგმილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საკონსულტაციო და თვითმომსახურების ინიციატივები. ყურადღება გამახვილდა პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ხელოვნური ინტელექტის მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და სანდოობაზე, ასევე მომსახურების პროცესში ადამიანის როლისა და საჭიროებების მნიშვნელობაზე.ღონისძიებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთან ერთად, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
გაიგე მეტი
სიახლეების გამოწერა





