კვალიფიციური სანდო მომსახურებები
“ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ელექტრონულ დოკუმენტს მიენიჭა მატერიალური დოკუმენტის, ხოლო მასზე შესაბამისი წესით შესრულებულ კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერასა და შტამპს - პირადი ხელმოწერისა და ბეჭდის ტოლფასი იურიდიული ძალა.
სსიპ ციფრული მმართელობის სააგენტო, როგორც სანდო მომსახურების მიწოდების პროცესის ზედამხედველი (ავტორიზაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი უწყება), სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად მუშაობს საქართველოში არსებული სანდო მომსახურებების (კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი, დროის აღნიშვნა და სხვა) ევროკავშირში აღიარების საკითხზე.