სიახლეები
ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო მომსახურების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო მომსახურების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის განახლებული ციფრული იდენტობისა და სანდო მომსახურებების მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს;
იმსჯელეს პროექტის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კანონის ჰარმონიზაციას ევროკავშირის eIDAS რეგულაციასთან.
რეკომენდაციების მიზანია, კერძო და იურიდიულმა პირებმა შეძლონ ინფორმაციისა და პირადი მონაცემების ელექტრონული და უსაფრთხო არხებით გაზიარება. კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებისთვის გამარტივდეს უსაფრთხო მონაცემების გამოთხოვა; შემცირდეს ადამიანური და ფინანსური დანახარჯი; გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები და მეტი სივრცე ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
ღონისძიება USAID-ის მიერ დაფინანსებული “ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.