სიახლეები
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ციფრული მმართველობის სააგენტოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი, მათ შორის ციფრული მმართველობის სააგენტოს პოტენციური როლი და ფუნქცია საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების სტრატეგიის (Fintech strategy) და ღია ბანკინგის (Open Banking) პრინციპების დანერგვის ინიციატივაში.
მსოფლიო ბანკის დელეგაციას მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზასთან და ამ მიმართულებით, ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპეტენციებთან დაკავშირებით.