სიახლეები

20.07.2023

ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ,,სქილვილს აკადემიას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

ციფრული მმართველობის სააგენტო და ,,სქილვილს” აკადემია პროფესიული გადამზადების ერთობლივ პროექტს განახორციელებენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებით სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიაში მოსახლეობის გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.
პროექტის მიზანია, მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები ახალგაზრდებს, რომ დაიწყონ ახალი კარიერა, ან ნებისმიერ ადამიანს მიეცეს პროფესიის განახლების, გადამზადებისა და კვალიფილაციის ამაღლების საშუალება.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა და ,,სქილვილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი გიორგაძემ მოაწერეს.