სიახლეები
სკოლის მოსწავლეებისთვის კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია ჩატარდა
ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით 30 საჯარო სკოლაში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია არსებული კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე. ტრენინგები მოიცავდა კიბერჰიგიენის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პაროლების უსაფრთხოება, სოციალური ინჟინერია, ფიშინგის და მავნე კოდის შეტევებისგან თავდაცვა, კიბერბულინგი, ციფრული კვალი. ჩატარდა მხიარული ინტერაქტიული ქვიზები და გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვის მექანიზმების სწავლებას. ასევე, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლებას, რისკების შემცირებასა და კიბერჰიგიენის მინიმალური წესების ათვისებას.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას ყოველთვიურად, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ახორციელებს. ტრენინგებს ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები უძღვებოდნენ. ტრენინგებსა და ინტერაქტიულ აქტივობებში ჯამში ასეულობით საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო.