სიახლეები
ევროპის ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე თანამედროვე ტექნოლოგიები განიხილეს
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროპის ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე - EuroDIG 2023, განიხილეს თანამედროვე ციფრული განვითარება და ციფრული სამყაროს ინკლუზიურობა. საუბარი შეეხო ევროკავშირის სტანდარტებს ციფრული მმართველობისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, ხაზი გაესვა უკრაინის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილ კიბერ გარემოსა და თანამედროვე საფრთხეებს.
კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ფინეთის ციფრული მმართველობის განვითარების კუთხით განხორციელებული აქტივობები; გაეცნენ ინფორმაციას საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის როლსა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
EuroDIG-ი არის პლატფორმა, სადაც მმართველობაში ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაციის საკითხები განიხილება. საერთაშორისო ღონისძიება ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ პლატფორმას საუკეთესო გამოცდილებისა და მოსაზრებებისთვის გაზიარებისთვის. რიგით 25-ე კონფერენცია წელს ფინეთში გაიმართა.