სიახლეები

22.01.2024

განცხადება ციფრული მმართველობის სტრატეგიის საჯარო კონსულტაციების გამართვაზე

საქართველოს ციფრული მმართველობის 2024- 2029 წლების სტრატეგიისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო.

2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შემუშავდა საქართველოს ციფრული მმართველობის 2024 - 2029 წლების სტრატეგიისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.

საქართველოს ციფრული მმართველობის 2024-2029 წლების სტრატეგიისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელობით, შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა. სტრატეგია ასახავს ციფრული მმართველობის თანამედროვე ტენდენციებს და უახლოესი 6 წლის განმავლობაში აყალიბებს ქვეყნის საჯარო მმართველობის პირობებში ციფრული მმართველობის განვითარების ხედვას, აგრეთვე, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს.

შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტებისშემდგომიგანვითარებისმიზნით, მიმდინარეეტაპზე, მნიშვნელოვანია სტრატეგიის მიზნებზე, ამოცანებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ფართო საზოგადოების მოსაზრებების შეგროვება. შესაბამისად, დანართად წარმოდგენილია საქართველოს ციფრული მმართველობის 2024-2029 წლების სტრატეგიისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.

დოკუმენტების შესახებ კომენტარები, მოსაზრებები და რეკომენდაციებიმიიღებაშემდეგელ-ფოსტაზე: info@dga.gov.ge ან კითხვარის შევსების გზით(კითხვარის ბმული - https://forms.gle/Jo4ruii5Rd9WciVcA ).

წარმოდგენილი მოსაზრებებისა და რეკომენდაციებისშეგროვების შემდგომ, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო, როგორც მაკოორდინირებელი უწყება, გააანალიზებს და საჭიროებისამებრ, გაითვალისწინებს მიღებულ კომენტარებს/შენიშვნებს და სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებულ ვერსიებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები საჯარო კონსულტაციებისთვის ღია იქნება 2024 წლის 1-ლი თებერვლის ჩათვლით.

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო მადლობას გიხდით პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.