სიახლეები
მსოფლიო ფორუმზე ციფრული მმართველობის ახალ მსოფლიო ინდექსზე იმსჯელეს
ციფრული მმართველობის სააგენტოს დელეგაციამ მსოფლიო ფორუმზე ,,მმართველობა ციფრულ ერაში“ - ციფრული მმართველობის განვითარების საკითხები განიხილა.
ფორუმზე გაიმართა დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტექნოლოგიების როლი თანამედროვე მთავრობების ფუნქციონირებაში, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდება, მოქალაქეთა ციფრული ჩართულობა და სხვა.
ამ ტიპის ფორუმებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს, შეიტანოს წვლილი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და განავითაროს საჯარო მმართველობა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ღონისძიების მიზანია, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების საკომუნიკაციო ქსელის ჩამოყალიბება, GovTech პოლიტიკის პოპულარიზაცია და მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია.
"მსოფლიო ფორუმში, რომელიც აშშ-ში გაიმართა, საჯარო დაწესებულებების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებებისა და მსოფლიო ბანკის 150 წარმომადგენელი მონაწილეობდა. აღნიშნულ ფორუმში ციფრული მმართველობის სააგენტოდან მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს თავმჯდომარემ დავით ნადირაშვილმა და ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების უფროსმა მენეჯერმა დიმიტრი გუგუნავამ."