სიახლეები

17.11.2023

ციფრული მმართველობის სააგენტო ახალ პროექტზე მუშაობს

ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალ პროექტზე, ციფრული იუსტიციის სახლის მობილურ აპლიკაციაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში.
,,იუსტიციის სახლში წარმოდგენილი სერვისები ხელმისაწვდომია რამდენიმე არხით, მათ შორის, ციფრული არხით პლატფორმაზე my.gov.ge. აქტიურად ვმუშაობთ ციფრული იუსტიციის სახლის პროექტზე. პრაქტიკულად წელს უკვე დასრულდება და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მცხოვრებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შეეძლება იუსტიციის სახლის ნებისმიერი სერვისის მიღება უკვე მობილური ტელეფონის საშუალებით, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით. საუბარია 470-მდე სხვადასხვა სერვისის დისტანციურად მიღებაზე“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.