სიახლეები

27.02.2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მიზანი იყო კიბერუსაფრთხოების ასპექტების განხილვა საქართველოსა და მსოფლიოს მაგალითზე, საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის აღქმების გაცნობა. გამომსვლელებმა აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია არსებული კიბერ საფრთხეების, მსოფლიო ტენდენციების და ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ.
სტუდენტებსა და კიბერუსაფრთხოების პროგრამის კურსდამთავრებულებს ციფრული მმართველობის სააგენტოს და „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ ინიციატივის წარმომადგენლები შეხვდნენ.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს სააგენტოს ფუნქცია მოვალეობები, სტრუქტურა და საჯარო სექტორში ციფრული მმართველობის განვითრებისთვის სააგენტოში არსებული პროექტები გააცნეს.
,,ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას კიბერუსაფრთხოების სფეროში.
ღონისძიება განხორციელდა კიბერუსაფრთხობის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.