სიახლეები
საქართველოს დელეგაციამ ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები ასტანაში რეგიონულ სამიტზე განიხილა
საჯარო მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, გამოწვევებსა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს განიხილავდა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 300-მდე დელეგატი ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე.
ღონისძიების პარალელურად, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ცვლილებების მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დელეგატებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მათ ქვეყანაში არსებული პრაქტიკის და გამოწვევების გადაჭრის გზების შესახებ.
სამიტში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.