სიახლეები
კიბერუსაფრთხოების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაეცნენ
კონფერენციაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაცია საქართველოში კრიტიკული ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების დაცვის, კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენის, რეაგირებისა და კოორდინაცის მექანიზმების, შესახებ; საუბარი შეეხო კრიტიკული პარტნიორობის პროექტსა და ინფორმაციის გაზიარების პროგრამას.
საერთაშორისო კონფერენცია ,,Octopus” წარმოადგენს კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საუკეთესო პლატფორმას, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნიდან სფეროს 500-ზე მეტი ექსპერტი ესწრება.
მიმდინარე წელს კონფერენცია ბუქარესტში გაიმართა და მისი მთავარი მიზანი კომპიუტერული ინციდენტების ანალიზის, ელექტრონული მტკიცებულებების უზრუნველყოფისა და გაზიარების საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება იყო.