სიახლეები

12.07.2023

აშშ-ის კიბერსარდლობის კიბერუსაფრთხოების ეროვნული მისიის ხელმძღვანელი ციფრული მმართველობის სააგენტოს ეწვია

აშშ-ის კიბერსარდლობის კიბერუსაფრთხოების ეროვნული მისიის ხელმძღვანელმა იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფეროს გამოწვევები განიხილა
ერეკლე ღვინიანიძემ გენერალ-მაიორ უილიამ ჰარტმანს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში კიბერსაფრთხეებისა და რისკების მინიმიზაციის პროცესში.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კრიტიკული სერვისებისა და ტექნოლოგიების მიმართ კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გატარებული ღონისძიებები გააცნო სტუმრებს ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა.
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების მისიის მიზანი საქართველოს უსაფრთხოების სისტემების გაცნობა და შეფასებაა. ამისათვის დელეგაცია შეხვედრებს კიბერუსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა მანდატის მქონე უწყებებთან მართავს