სიახლეები

19.10.2023

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გრძელდება

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტომ მოქალაქეებისთვის სახალისო და შემეცნებითი კონკურსები მოაწყო.
კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის შესახებ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობა, ამ ჯერზე, ,,იუსტიციის სახლის“ ვიზიტორებმა მიიღეს.
ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული ღონისძიების გამარჯვებულ პირებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, სადაც ასევე ასახულია კიბერუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო რეკომენდაციები.