სიახლეები

02.12.2022

რეგიონული კონფერენცია GITI 2022 პანელური შეხვედრებით გრძელდება

რეგიონული კონფერენცია GITI 2022 დღეს პანელური შეხვედრებით გაგრძელდა. ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული კიბერპროექტები და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გააცნეს. მათ შორის, კიბერსერვისებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის მიმდინარე პროექტები: კიბერკლასი, ელექტრონული სწავლების პლატფორმა, Cyber Winter და სხვა. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ინფორმაციული უსაფრთხოებას, სამომავლო გეგმებსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს როლს ამ მიმართულების განვითარების საკითხში.
კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონული კონფერენცია „GITI 2022“ ორდღიანია. ღონისძიებაში 15-მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. GITI ინფორმაციულ- საკომუნიკაციო სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. კიბერუსაფრთხოების კონფერენცია „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს პარტნიორობით მიმდინარეობს.
ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე უწყების მიერ ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და ცვლილებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინა.