სიახლეები

29.06.2022

საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხები საერთაშორისო ფორუმზე განიხილეს

საქართველოში კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებას და კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდის და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით.
ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ეგიდით გამართულ ფორუმში, მოწვეულმა ექსპერტებმა პანელური დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ევროკავშირის და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემქმნელებისთვის და ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის საინტერესო ყველაზე აქტუალურ საკითხები, რაც შემდგომში დასკვნების, რეკომენდაციების და კონკრეტული აქტივობების სახით წარმოადგინეს.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზანია, საქართველომ შექმნას მოქნილი და დინამიური კიბერუსაფრთხოების ჩარჩოები და განავითაროს თავდაცვითი ზომები, რათა გახდეს უფრო მდგრადი კიბერინციდენტებისა და კიბერშეტევების მიმართ.
ფორუმში სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოდან ფორუმში გიორგი პირველი და დიმიტრი გუგუნავა მონაწილეობდნენ.