სიახლეები

20.10.2023

კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის თანამშრომლობას გერმანიასთანაც დაიწყება

ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის თანამშრომლობას გერმანიასთანაც დაიწყებს
ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სააგენტოს წინაშე არსებული საჭიროებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა კიბერუსაფრთხოების სფეროში გერმანიის მხარდაჭერით ახალი პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის, საუბარი შეეხო, გერმანიის მხარდაჭერით მიმდინარე საერთაშორისო პროგრამაში - ,,პარტნიორობა კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის“ , საქართველოს ჩართვას. აღნიშნულ პროგრამას გერმანია უკვე ახორციელებს რამდენიმე ქვეყანაში. სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დაიწყოს შეთანხმების მომზადება პროგრამაში საქართველოს ჩართვის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების მრჩეველი ლილიან გეორგიევა-ვეიხი, საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების პროექტის მენეჯერი ანა მარია ჰელბიგი, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გელაშვილი და ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების უფროსი მენეჯერი დიმიტრი გუგუნავა.