სიახლეები

კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გაიარეს
კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის მორიგი სასწავლო კურსი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გაიარეს
ციფრული მმართველობის სააგენტომ საჯარო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
სასწავლო კურსზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია მმართველობის პროცესში კიბერუსაფრთხოების როლის, მსოფლიოში არსებული კიბერ საფრთხეების, კიბერშეტევის დროს კოორდინირებული კომუნიკაციის, ორგანიზაციებში კიბერუსაფრთოების როლის გაძლიერებისა და კიბერუსაფრხოების სფეროს მდგრადობის შესახებ.
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინდიცენტებზე რეაგირების ჯგუფის, მათი როლისა და ფუნქციების შესახებ.
სასწავლო პროგრამა ევროკავშირის ხელშეწყობითა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით გაიმართა. პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეტად დაახლოება ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების ძირითად პრინციპებთან. პროექტის ამოცანაა, თანამშრომლობის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან, გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას