სიახლეები
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია იუსტიციის სახლში
კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებისთვის სახალისო და შემეცნებით კონკურსებს აწყობს.
კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის შესახებ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობა, ამ ჯერზე, ,,იუსტიციის სახლის“ მომხმარებლებმა მიიღეს.
ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული ღონისძიების გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების თვეა. ინიციატივას ციფრული მმართველობის სააგენტო ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით უერთდება. მათ შორის, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კიბერუსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობების გამართვით.
გაიგე მეტი კიბერუსაფრთხოების შესახებ: dga.gov.ge/cyber