სიახლეები

20.06.2022

კორეის დელეგაცია საქართველოს ციფრულ სერვისებს გაეცნო

კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრი და კორეის ინფორმაციული საზოგადოების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.
კორეის დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საუბარი შეეხო სააგენტოს მიერ შექმნილ თანამედროვე ელექტრონულ სერვისებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების არხებსა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალ my.gov.ge-ს. სტუმრები გაეცნენ ციფრული მმართველობის სტრატეგიულ და საკანონმდებლო ჩარჩოს.
კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრი სენგ-მინ ლი სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეს, დავით ნადირაშვილს დღეს სააგენტოს ოფისში შეხვდა.
კორეის დელეგაცია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის მიზანია ციფრული მმართველობის, სერვისებისა და ინოვაციათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობათა გაძლიერება, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესის დახვეწა.
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები სამუშაო შეხვედრას ხვალ სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოში გამართავენ.