სიახლეები

14.03.2023

კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება დაიწყო

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ქსელებისა და ინფორმაციული სისტემების - NIS (Network and Information Systems) და NIS 2 დირექტივების შესახებ. ავსტრიიდან და ლიეტუვიდან მოწვეულმა სფეროს ექსპერტებმა დირექტივების განხილვის პარალელურად, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილება აღნიშნული დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის პროცესთან დაკავშირებით.
მიღებული ინფორმაცია და ცოდნა ქართველ სპეციალისტებს დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების საქმეში.
სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის დაძმობილების პროექტის - „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“, ფარგლებში 17 მარტამდე გაგრძელდება.