სიახლეები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ელექტრონული მმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს და სამომავლო გეგმები წარუდგინეს.
რეგიონული სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო მმართველობის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ.
ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს ელექტრონული მმართველობისა და საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
რეგიონული შეხვედრა პროექტის - „საჯარო სერვისების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ გაიმართა, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ციფრული მმართველობის სააგენტო პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. პროგრამის მიაზნია მონაწილე ქვეყნებისათვის კონსულტაციების გაწევა პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით, მათთვის საექსპერტო დახმარების გაწევა ადმინისტრაციული პროცესების დახვეწის კუთხით; ქსელისა და დიალოგის პლატფორმების შექმნა და სხვა.
პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა კიშინიოვში, მოლდოვის საჯარო სერვისების სააგენტოსა და მოლდოვაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობის თანაორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის შესაბამისი უწყებების 30-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.