სიახლეები

07.04.2022

ლატვიის დელეგაცია ქართულ ელექტრონულ სერვისებს გაეცნო

ციფრული მმართველობის სააგენტომ ლატვიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაცია წარმოდგენილი იყო ლატვიის IT ბიზნეს-ასოციაციითა (Latvian IT Cluster) და ლატვიური კომპანიებით, რომელთა მიზანიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში პარტნიორების მოძიება და პროფესიული გამოცდილების გაზიარება გახლავთ.
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა ლატვიურ მხარეს სააგენტოს ძირითადი ფუნქციები, საქმიანობა და საქართველოში სახელმწიფო სერვისების გაციფრულების გეგმები გააცნო. თავის მხრივ, ლატვიურმა კომპანიებმა, რომლებიც თანამშრომლობენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან ლატვიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, წარმოადგინეს პრეზენტაციები თავიანთი საქმიანობის, სერვისებისა და პროდუქტების შესახებ. დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დაინტერესებული არიან საქართველოში არსებულ კერძო კომპანიებთან და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით. შეხვედრის მსვლელობისას მხარეები შეთანხმდნენ ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ლატვიის IT ბიზნეს-ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.
ლატვიის საელჩოს ინიციატივით შეხვედრა ციფრული მმართველობის სააგენტოში დღეს გაიმართა. ღონისძიებას ლატვიის IT ბიზნეს-ასოციაციის, ლატვიური კომპანიების - Catchsmart-ის, Squalio-სა და Intelligent Systems-ის წარმომადგენლები, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გელაშვილი ესწრებოდნენ.