სიახლეები

12.07.2024

ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები გადაამზადა

სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მორიგი ხუთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

მონაწილეები გაეცნენ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის და ყველა იმ ორგანიზაციისთვის, ვისაც სურს იყოს შესაბამისობაში „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

ტრენინგზე განიხილეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვისა და მხარდაჭერის პრინციპები, სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები.

სასწავლო კურსის მიზანია ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების მომზადება ან გადამზადება.

ტრენინგს პირველი და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისა და იმ უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც სურთ ორგანიზაცია მოიყვანონ ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.