სიახლეები

24.04.2024

საერთაშორისო კონფერენციაზე ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა განიხილეს

ელექტრონული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოდან ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მონაწილე ქვეყნებში ელექტრონული სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ელექტრონული სერვისების ათვისების სხვადასხვა ფაქტორები: სერვისის დიზაინი, მომხმარებელთა აღქმები და ქცევის შიდა და გარე ფაქტორები, ნდობა და სხვა, რაც გავლენას ახდენენ ადამიანებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლები კიშინიოვში ხელოვნური ინტელექტისა და ,,დიდი მონაცემების“ შესახებ გამართულ კონფერენციასაც დაესწრნენ, სადაც საჯარო ადმინისტრირების პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლი და მნიშვნელობა განიხილეს. იმსჯელეს იმ საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც დაარეგულირებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამუშაო პროცესში. გაიმართა დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის როლზე საბანკო სექტორში, განათლებასა და მეცნიერებაში, საჯარო მმართველობასა და ტურიზმში. კონფერენციაზე კომპანიებმა ,,Google“, ,,Microsoft“ ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ახალი პროექტები წარმოადგინეს.
საერთაშორისო კონფერენციაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ციფრული მმართველობისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს ორ პროექტს, რომელშიც ერთ-ერთ ძირითად ბენეფიციარს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო წარმოადგენს.