სიახლეები

12.04.2023

ევროკავშირის რეგულაციასთან (eIDAS) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია დასრულების ეტაპზეა

ევროკავშირის შიდა ბაზარზე ელექტრონული ტრანზაქციებისათვის ელექტრონული იდენტიფიკაციის, სანდო მომსახურებებისა და 1993/93/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროკავშირის რეგულაციასთან (eIDAS) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია დასრულების ეტაპზეა. ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო მომსახურების ევროპულ კანონმდებლობასთან სრული ჰარმონიზაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომსახურებათა ურთიერთაღიარების საფუძველია.
სსიპ ციფრული მმართველობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოებმა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility II) მხარდაჭერით ამ პროცესის მიმართ დადგენილი მოთხოვნების ანალიზი დაასრულეს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო მომსახურების ურთიერთაღიარების შესახებ, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს როგორც საქართველოს, ისე - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის - გაჩნდება ევროკავშირის ბაზარზე ელექტრონული ტრანზაქციების განხორციელებისა და კერძო და საჯარო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფარგლებში.