სიახლეები

16.12.2024

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით ევროპის საბჭომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი ჩარჩო შეიმუშავა

ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი, დიმიტრი გუგუნავა, რომელიც ამავდროულად, ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის (CAI) კომიტეტის ბიუროს წევრია, მონაწილეობდა ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის რიგით მე-12 პლენარულ შეხვედრაში.

სამუშაო შეხვედრის მიზანს ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოსა და HUDERIA მეთოდოლოგიის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავება წარმოადგენდა, რომელიც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პერსპექტივიდან აფასებს ხელოვნური ინტელექტის რისკებსა და ზეგავლენას.

ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას.

ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების, განვითარებისა და გამოყენების შესახებ სამართლებრივი ინსტრუმენტის მომზადება.

კომიტეტის პლენარული შეხვედრა ევროპის საბჭოს (COE) ორგანიზებით ქ. სტრასბურგში გაიმართა.