სიახლეები

01.03.2024

უზბეკეთის დელეგაცია ციფრული მმართველობის სააგენტოს გამოცდილებას გაეცნო

უზბეკეთის იუსტიციისა და ტრანსპორტის სამინისტროების დელეგაცია საჯარო სერვისების მიწოდების სისტემების გაცნობისა და ამ სფეროში წარმატებულ პრაქტიკის გაზიარების მიზნით ციფრული მმართველობის სააგენტოს სტუმრობდა.
სამუშაო შეხვედრაზე დელეგაციის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ციფრული განვითარების სტრატეგიის, სახელმწიფო სერვისებისა და მათი დისტანციური ხელმისაწვდომობის კუთხით.
სტუმრები გამოვიდნენ ინიციატივით, გაღრმავდეს ორმხრივი თანამშრომლობა ციფრული მმართველობის სააგენტოსთან.
უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელიც UNDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია მოინახულებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სერვისების გამცემ უწყებებსაც.