სიახლეები

13.07.2023

დონორ ორგანიზაციებთან სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა.
საკოორდინაციო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ; ასევე, განიხილეს ევროკავშირისა და ნატო-ს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან დაახლოებისთვის საჭირო აქტივობები. დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროცესში.
სამუშაო შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და მას ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის საბჭოს, USAID-ის, NATO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
???????? ???????? ციფრული მმართველობის სააგენტო ბრიტანეთის პროგრამის - „გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობა“ (UKGCP) - ბენეფიციარია. სამწლიანი პროექტის მიზანია კიბერ საფრთხეებისა და რისკების პრევენცია.