სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შექმნაზე მუშაობს
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავებისთვის სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. ორდღიანი შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობაა. მისი განხორციელებისთვის სამუშაო შეხვედრებს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კოორდინაციით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი - ,,კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები ავსტრიიდან და ლიეტუვადან.
შეხვედრებში ციფრული მმართველობის სააგენტოდან ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების მენეჯერები მონაწილეობენ.