სიახლეები

29.11.2023

კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების ერთლწლიანი კურსი დასრულდა

ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების ერთწლიანი სასწავლო პროგრამა გაიარეს.
კურსის განმავლობაში, მონაწილეებმა შეისწავლეს ციფრული ექსპერტიზის, ინციდენტებზე პირველადი რეაგირებისა და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ საკვანძო საკითხები.
პროგრამის დასასრულს მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და სფეროში მოწინავე კომპანიების ლაბორატორიებს.
ტრენინგს უძღვებოდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი. ტრენინგის მონაწილეებს Windows-ის ციფრული მტკიცებულებების გამომძიებელი ანალიტიკოსის (Windows Digital Forensic Investigative Analyst) სერტიფიკატები გადაეცათ.
ერთწლიანი სასწავლო კურსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამაში სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.