სიახლეები

27.03.2024

ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნენ

ციფრული მმართველობის სააგენტომ ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება“ წარმომადგენლებს ციფრული მმართველობის განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
სტუმრები დაინტერესდნენ სააგენტოს მანდატით, სამოქმედო პრიორიტეტებითა და მიმდინარე აქტივობებით ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების სფეროში სააგენტოს ეგიდით წარმოებული პრევენციული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმების ფუნქციონირების მნიშვნელობას.
პროექტი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მომდევნო სამი წლის მანძილზე ხელს შეუწყობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასა და მის ცალკეულ ინსტიტუტებში კიბერ-დანაშაულებების იდენტიფიცირების, შესაბამისი რეაგირებისა და გამოძიების კომპეტენციის ამაღლებას.
მხარეები შეთანხმდნენ ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე.