სიახლეები
Cyber Winter 2023 იწყება !!!
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (ეროვნული CERT) კიბერუსაფრთხოების მასშტაბურ პროექტს იწყებს.
მასტერკლასების სერია თემებზე:
* კიბერშეტევები და კიბერთავდაცვის საშუალებები;
* ეთიკური ჰაკინგი: მეთოდები, ხელსაწყოები და პროცედურები;
* კიბერ ინციდენტზე რეაგირება, გამოძიება და ციფრული ექსპერტიზა;
* მავნე კოდის სახეები და ანალიზი;
* კრიპტოგრაფია, ბლოქჩეინი, კრიპტოვალუტა და დარქვები;
* კიბერუსაფრთხოების დარგი, როლები და საერთაშორისო სტანდარტები;
მონაწილეობა უფასოა და დასწრება შეუძლია ყველა მსურველს. ონლაინ შეხვედრები დაიწყება დეკემბერში და 3 თვე გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა. https://cert.dga.gov.ge/cyberwinter/#registration
რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შეხვედრის ბმულს. შეხვედრები გაიმართება ყოველ ოთხშაბათს საღამოს 18:00 საათზე. ხანგრძლივობა - 1 საათი