სიახლეები

21.04.2022

ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგი თანამშრომლებისთვის

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესახებ ტრენინგები ჩატარდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის, საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEC 27001:2013-ის მოთხოვნებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის შესახებ.
ტრენინგის მიზანია, ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის პროცესის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდა.
ტრენინგს ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, ნიკოლოზ გიორგაშვილი უძღვებოდა.
ციფრული მმართველობის სააგენტო თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ორგანიზაციის მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის მიზნით ამ და სხვა საკითხებზე თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებას პერიოდულად ახორციელებს.