სიახლეები
კიბერუსაფრთხოების ტრენინგი სააგენტოს თანამშრომლებისთვის
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გადამზადების პროგრამა მიმდინარეობს.
პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოებისა და კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის (CERT) მიერ ხორციელდება, რომლებიც ამავდროულად კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მკვლევრებიც არიან.
სასწავლო კურის მიზანია ციფრული საგამოძიებო უნარების გაუმჯობესება; სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელსაწყოების გამოყენებით მავნე ფაილების ანალიზი; ქსელის მონიტორინგის სისტემების განხილვა და მათი მუშაობის პრინციპების სიღრმისეულად შესწავლა და სხვა.
ტრენინგ კურსში სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს გარდა, მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და მსმენელებს სიტყვით მიმართა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭრას კიბერუსაფრთხოების განვითარების, პროფესიული გადამზადებებისა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების კუთხით.
პროფესიული გადამზადების პროგრამა 9 მაისს დაიწყო და 13 მაისს დასრულდება.