სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტო საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა საერთაშორისო ფორუმზე სახელმწიფო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
UNDP-ის, NIA-ის და სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი –,,AI-Driven Governance & OECD Global Forum“ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა და მასში ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი მონაწილეობდა.
ნიკოლოზ გიორგაშვილმა პანელურ დისკუსიაში საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. ფორუმის მონაწილეები გაეცნენ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს როლსა და მნიშვნელობას. ასევე, სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და რეფორმებს.
ფორუმის მიზანია საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ეთიკური და უსაფრთხო AI პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
ციფრული მმართველობის სააგენტო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებსა და შეხვედრებში, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების და გამოცდილების გაზიარებით ხელი შეეწყოს ინოვაციური და უსაფრთხო ციფრული მმართველობის განვითარებას.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის წარმომადგენლები.