სიახლეები

08.07.2024

ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს

ციფრული ტრანსფორმაცია და ურთიერთთავსებადობა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში” - ამ საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოდან ციფრული მმართველობის სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრისა დამისი განვითარების მიმართულებები. გაიმართა დისკუსია ევროკავშირის ურთიერთთავსებადობის აქტსა და სხვა რეგულაციებზე, რაც ხელს უწყობს სახელმწიფოთა ციფრულ ტრანსფორმაციას.

ღონისძიება უკავშირდებოდა სახელმწიფო სერვისების გაციფრულების ასპექტებზე გამოცდილების გაზიარებას ეროვნულ დონეზე ელექტრონული მმართველობასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებს შორის, რეგიონულ დონეზე აღმოსავლეთის პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის და საერთაშორისო დონეზე აღმოსავლეთის პარტნიორობის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.

საერთაშორისო კონფერენცია და სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გაიმართა და მას 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. GIZ გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული მმართველობისა და ელექტრონული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების და ტრანსფორმაციის მიმართულებით ახორციელებს ორ პროექტს, რომელშიც ერთ-ერთ ძირითად ბენეფიციარს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო წარმოადგენს.