სიახლეები

31.01.2024

ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერსაფრთხეების ანალიზის სამუშაო შეხვედრა გამართა

ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერსაფრთხეების ანალიზის სამუშაო შეხვედრა გამართა

კიბერსაფრთხეების ანალიზისა და MISP ინფორმაციის გაზიარების პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების სუბიექტების წარმომადგენლებთან შედგა.

ორგანიზაციების კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერსაფრთხეების გაზიარების პლატფორმის ტესტირების შესახებ.

პლატფორმის მეშვეობით ციფრული მმართველობის სააგენტოსა და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული უსაფრხოების სისტემის სუბიექტებს შეუძლიათ, გააზიარონ და ერთმანეთს გაუცვალონ კიბერსაფრთხეების ინდიკატორები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მოახდინონ პოტენციური კიბერინციდენტების პრევენცია.

ღონისძიება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებითა და ,,გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობის“ პროგრამის (UKGCP) მხარდაჭერით განხორციელდა.