სიახლეები

20.03.2022

ციფრული მმართველობის სააგენტომ ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ციფრული მმართველობის სააგენტომ ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიებას მესამე კატეგორიის 29 სუბიექტი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც მთავრობის დადგენილების თანახმად, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა დაევალათ.

,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინფორმაციული და კიბერსუსაფრთხოების მიმართულებით ციფრული მმართველობის სააგენტო ამ ორგანიზაციების ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს.

ციფრული მმართველობის სააგენტო ამ ორგანიზაციებს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სასწავლო კურსებსა და ტრენინგებს ჩაუტარებს. ასევე, გაუწევს მათ კონსულტაციასა და მისცემს შესაბამის რეკომენდაციებს, რომ კომპანიებმა შეძლონ სისტემის მოწესრიგება და სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ბიზნეს ორგანიზაციებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და უზრუნველოფა ხელს შეუწყობს ამ კომპანიებში რისკებისა და საფრთხეების მინიმუმამდე შემცირებას. მათ შეეძლებათ რისკების იდენტიფიცირება, მათი შეფასება, შესაბამისობის კონტროლი. აღნიშნული უზრუნველყოფს ორგანიზაციების გამართულ ფუნქციონირებას და დაიცავს მათ კიბერ და სხვა ტიპის საფრთხეებისგან, რაც თავის მხრივ, მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ.