სიახლეები

15.06.2023

კიბერშესაძლებლობების განვითარებაზე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს

კიბერ-კონფლიქტის საერთაშორისო კონფერენციაზე კიბერუსაფრთხოების პრევენციისა და თანამედროვე კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს დელეგაციის ჩართულობით, კონფერენციაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება; შეიარაღებული კონფლიქტები და სამხედრო კიბერთავდაცვა; ევროკავშირისა და ნატოს კიბერპოლიტიკა.

პანელურ დისკუსიებზე იმსჯელეს კიბერ შესაძლებლობების განვითარებაზე, ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. კიბერუსაფრთხოების სფეროში ნდობის ფაქტორის გაძლიერების კუთხით გაიმართა სამაგიდო კიბერსავარჯიშოები.

ტალინში გამართულ კიბერკონფლიქტის საერთაშორისო კონფერენციას - ,,Meeting Reality“, სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე დელეგატი დაესწრო. ღონისძიება გახსნა ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა, მომხსენებლებს შორის იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები. კონფერენცია ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის კომპეტენციის ცენტრის (CCDCOE) ორგანიზებით გაიმართა და სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა