სიახლეები

13.09.2023

ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას ავსტრიის ელჩი გაეცნო

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან გელაშვილმა და ავსტრიის ელჩმა კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით საქართველოსა და ავსტრიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო კრიზისების მართვის განყოფილების უფროსი ფილიპ აგათონოსი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ კრიტიკულ სერვისებს და კიბერუსაფრხოების მიმართულებით არსებულ აქტივობებს გაეცნენ.
კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფმა (CERT) საქართველოს კიბერ არქიტექტურის შესახებ პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს წარედგინათ ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ციფრული მმართველობის განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები და საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმის აქტივობები.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო ავსტრიასთან აქტიურად და წარმატებულად თანამშრომლობს. ავსტრია ძირითადი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის დაძმობილების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“.