სიახლეები

12.02.2024

თბილისში კიბერუსაფრთხოების აუდიტის ტრენინგი ჩატარდა

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიბერუსაფრთხოების აუდიტის ტრენინგი გაიარეს.
კურსის თემატიკა მოიცავდა კუბერუსაფრთხოების რისკების შეფასებას, მართვასა და შესაბამისობას საერთაშორისო რეგულაციებთან; კიბერუსაფრთხოების ჰიგიენის შემუშავებას, სისუსტეების სკანირებასა და აუდიტს. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიება ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. მასში ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლების გარდა საქართველოს კრიტიკული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის პირველი და მესამე სუბიექტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ტრენინგს უძღვებოდნენ ამერიკის კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის კომპიუტერული ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის (CERT) ექსპერტები.