სიახლეები

11.04.2022

ევროსაბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტზე საქართველო სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტომ წარადგინა

ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის (CAI) სამუშაო შეხვედრაში საქართველოდან მონაწილეობა სსიპ ციფრული მმართველობის წარმომადგენელმა მიიღო. კომიტეტის ამოცანას ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების, განვითარებისა დაგამოყენების შესახებ სამართლებრივი ინსტრუმენტის მომზადება წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრაზე ხელოვნური ინტელექტის სპეციალურად შექმნილი კომიტეტის (CAHAI) მიერ მომზადებული დოკუმენტი განიხილეს, რომლითაც დგინდება ხელოვნური ინტელექტის სამომავლო რეგულირებისთვის გასათვალისწინებელი ძირითადი ელემენტები; ასევე, კომიტეტის მუშაობის ფორმატი და მეთოდები.
შეხვედრას ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც აქვთ ციფრული მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების, განვითარებისა და გამოყენების შესახებ სამართლებრივი ინსტრუმენტების მომზადების გამოცდილება.
იტალიის დედაქალაქში, რომში, გამართულ სხდომას საქართველოს სახელით სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელი, დიმიტრი გუგუნავა ესწრებოდა.
კომიტეტისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.coe.int/en/web/artificial-intelligence/cai