სიახლეები
ასოცირების შეთანხმების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა განახლდა
ციფრული მმართველობის სააგენტომ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების, დაგეგმვისა და მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში შეტანილი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე ელექტრონული სისტემის (EMS) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და სამართლებრივი დაახლოების მონაცემთა ბაზა განიხილეს.
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ელექტრონული სისტემის (EMS) ახალი მოდულები, რომელშიც ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მონაწილე ყველა სახელმწიფო უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება.
ელექტრონული სისტემა EMS სახელმწიფო უწყებებს მისცემს შესაძლებლობას ანგარიშგება განხორციელდეს ცენტრალიზებულად, ხოლო პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ეფექტიანად განახორციელონ პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი.
სამუშაო შეხვედრაში იუსტიციის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისთვის ჩატარდა სემინარი ,,ევროკავშირში ინტეგრაციის შიდა კოორდინაციის მექანიზმები და ინსტრუმენტები თანამშრომლობისთვის”, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშემწყობი ევროკავშირის პროექტის (AA/DCFTA Facility) ფარგლებში განხორციელდა.