სიახლეები

03.06.2024

ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგი ჩაატარა

ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის სასწავლო კურსი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის, მისი სამუშაო პროცესის, ამოცანებისა და მოვალეობების, აუდიტის პროგრამის, დაგეგმვა-ჩატარებისა და შეუსაბამობების აღმოჩენა-ანგარიშგების შესახებ.
სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ‘’ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების აღსრულებას.
,,ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის’’ ტრენინგებს ციფრული მმართველობის სააგენტო ISO 27001-ის სტანდარტების ოჯახის შესაბამისად ახორციელებს. პროგრამა პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების 11-მა თანამშრომელმა გაიარა. ტრენინგი ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაატარა.