სიახლეები

16.10.2025

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარები გამართეს.
ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას კიბერსაფრთხეებისა და კიბერჰიგიენის შესახებ. მიიღეს ინფორმაცია ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევების ტიპებზე, მათ შორის, ფიშინგზე, მავნე პროგრამებზე, სოციალური ინჟინერიის შემთხვევებსა და მონაცემთა გაჟონვასთან დაკავშირებულ რისკებზე. ასევე, განიხილეს თავდაცვის მექანიზმები და მონაცემთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკები.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და გაიმართა დისკუსიები. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ქვიზებში. ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
შეხვედრების მიზანი იყო ახალგაზრდებში კიბერუსაფრთხოების კულტურის გაძლიერება და მათთვის ცნობიერების ამაღლება იმ საფრთხეებზე, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდება ციფრულ სამყაროში.