სიახლეები
სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებული პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს.
თვითმომსახურების სივრცის აპარატებში ინტეგრირებულია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი my.gov.ge, სადაც შესაძლებელია უძრავი ქონების, ბიზნეს რეესტრის ამონაწერის, ასლების, ეროვნული არქივის ცნობის მომზადება და სხვა. მოქალაქეებს თვითმომსახურების აპარატებიდან უფასოდ შეუძლიათ სანოტარო ხელშეკრულების და სხვა ტიპის დოკუმენტაციის ამობეჭდვა.
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, იუსტიციის სახლის თანამშრომლების მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღონ სხვადასხვა სერვისი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კიდევ უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის მომსახურების პროცესს.
კიბერუსაფრთხოების მოქმედი ეროვნული სტრატეგია, მარეგულირებელი ჩარჩო და კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრაზე.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი, მათ შორის ციფრული მმართველობის სააგენტოს პოტენციური როლი და ფუნქცია საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების სტრატეგიის (Fintech strategy) და ღია ბანკინგის (Open Banking) პრინციპების დანერგვის ინიციატივაში.
უზბეკეთის იუსტიციისა და ტრანსპორტის სამინისტროების დელეგაცია საჯარო სერვისების მიწოდების სისტემების გაცნობისა და ამ სფეროში წარმატებულ პრაქტიკის გაზიარების მიზნით ციფრული მმართველობის სააგენტოს სტუმრობდა.