სიახლეები

20.10.2023
კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის თანამშრომლობას გერმანიასთანაც დაიწყება

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა კიბერუსაფრთხოების სფეროში გერმანიის მხარდაჭერით ახალი პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის, საუბარი შეეხო, გერმანიის მხარდაჭერით მიმდინარე საერთაშორისო პროგრამაში - ,,პარტნიორობა კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის“ , საქართველოს ჩართვას. 

19.10.2023
კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გრძელდება

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტომ მოქალაქეებისთვის სახალისო და შემეცნებითი კონკურსები მოაწყო.
კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის შესახებ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობა, ამ ჯერზე, ,,იუსტიციის სახლის“ ვიზიტორებმა მიიღეს.
ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული ღონისძიების გამარჯვებულ პირებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, სადაც ასევე ასახულია კიბერუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო რეკომენდაციები.

13.10.2023
კიბერუსაფრთხოების სამიტზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

უზბეკეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კიბერუსაფრთხოების სამიტზე ,,ცენტრალური ევრაზია 2023“ სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის აუცილებლობას, განსაკუთრებით კი დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ისეთ გარემოში, სადაც კიბერ შეტევები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ საზოგადოებასა და ეკონომიკას.

12.10.2023
ეთიკური ჰაკინგის ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება

ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული პენტესტის (ეთიკური ჰაკინგის) ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება.

კურსი დაფუძნებულია SANS Institute-ის და eLearnSecurity-ის სწავლების მეთოდებზე და თემატიკა შეესაბამება NIST საერთაშორისო დირექტივის სტანდარტებს. 

რეგისტრაციისთვის გამოაგზავნეთ CV 12 ნოემბრის ჩათვლით - info@dga.gov.ge და Subject-ში მიუთითეთ: „Pentest Training”.

11.10.2023
ციფრული მმართველობის სააგენტოს გუნდი კიბერუსაფრთხოების მსოფლიო კონკურსში მონაწილეობისთვის ემზადება

The European Cyber Security Challenge (ECSC), არის პლათფორმა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები იღებენ. საქართველოდან საერთაშორისო კონკურსში 7 მონაწილე წარსდგება, რომელთაც სპეციალური IT უსაფრთხოების დავალებების, შეტევებისა და თავდაცვის სიმულაციების შესრულება მოუწევთ. 

28.09.2023
საერთაშორისო ფორუმში - ,,ქალები კიბერუსაფრთხოებაში“, საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა ქალებმა საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები საერთაშორისო ფორუმზეწარადგინეს.