სიახლეები

31.07.2023
ციფრული მმართველობის განვითარებაზე საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს

სახელმწიფო სერვისების მიწოდებასა და ციფრული მმართველობის განვითარების ტენდენციები მიმოიხილეს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით გაიმართა და თერთმეტი სამინისტროს 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

20.07.2023
ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ,,სქილვილს აკადემიას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

ციფრული მმართველობის სააგენტო და ,,სქილვილს” აკადემია პროფესიული გადამზადების ერთობლივ პროექტს განახორციელებენ. 
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებით სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიაში მოსახლეობის გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

14.07.2023
ასოცირების შეთანხმების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა განახლდა

ციფრული მმართველობის სააგენტომ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების, დაგეგმვისა და მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში შეტანილი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე ელექტრონული სისტემის  (EMS) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და სამართლებრივი დაახლოების მონაცემთა ბაზა განიხილეს.

13.07.2023
დონორ ორგანიზაციებთან სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

საკოორდინაციო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ; ასევე, განიხილეს ევროკავშირისა და ნატო-ს ინფორმაციული  და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან დაახლოებისთვის საჭირო აქტივობები. დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროცესში. 

12.07.2023
აშშ-ის კიბერსარდლობის კიბერუსაფრთხოების ეროვნული მისიის ხელმძღვანელი ციფრული მმართველობის სააგენტოს ეწვია

აშშ-ის კიბერსარდლობის კიბერუსაფრთხოების ეროვნული მისიის ხელმძღვანელმა იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფეროს გამოწვევები განიხილა
ერეკლე ღვინიანიძემ გენერალ-მაიორ უილიამ ჰარტმანს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში კიბერსაფრთხეებისა და რისკების მინიმიზაციის პროცესში.

10.07.2023
ციფრული მმართველობის სააგენტომ ორი ახალი პროექტი წარადგინა

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო my.gov.ge-ს მობილურ აპლიკაციასა და IT პროექტების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობს. IT პროექტების მართვის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროექტების დანერგვის და მიწოდების ერთიან სტანდარტს შექმნის. მსგავსი რეგულაცია ქვეყანაში პირველად შეიქმნება და ის IT პროექტების მოთხოვნისა და მიწოდების სფეროს მოაწესრიგებს.